საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 14/07/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 7

14.07.2021

დღის წერსიგი:

  1. აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მუშაობის მონიტორინგის წესის დამტკიცება;
  2. დოქტორანტურის დებულების დამტკიცება;
  3. სტუდენტების სტიპენდიების შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმებში ცვლილებების საკითხი;
  4. საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის: „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“ დამატების საკითხი;
  5. სამაგისტრო პროგრამა "იურიდიული ფსიქოლოგია" - სასწავლო კურსთან -  „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“ - დაკავშირებული ცვლილებების საკითხი (შეიცვალა საკონტაქტო საათები, დაემატა ლიტერატურა);
  6. სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“ - დამატების საკითხი;
  7. დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა- 3 ახალი სასწავლო კურსის დამატების საკითხი (კურსები: „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“), „მედიაწიგნიერება“;
  8. სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - პროგრამაზე მიღების წინაპირობების ცვლილების საკითხი;
  9. სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- დაფინანსების ცვლილების საკითხი.
  10. აკადემიური პერსონალის კონკურსისთვის ასაკობრივი ზღვრის საკითხი;
  11. ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, მაია მესტვირიშვილი, შორენა მამუკაძე, ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი:

ზაქრო ქიტიაშვილი.

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18 წევრი

მოისმინეს:

1. თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ დააყენა „აკადემიური პერსონალის სამეცნიერო შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესის“ დამტკიცების საკითხი. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი განსახილველად რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საბჭოს სხდომაზე, მასთან დაკავშირებითა გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები, რაც ნაწილობრივ აისახა დოკუმენტში.  დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საბოლოო ვარიანტი დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

აზრი გამოთქვეს:

პროფესორმა ვახტანგ ნადარეიშვილმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ეს არის საკმაოდ რთული შრომა და აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო შრომის ანაზღაურების პირობებისა და მონიტორინგის წესის  დოკუმენტში. ამასთან დაკავშირებით პროფესორმა გაგოშიძემ უპასუხა, რომ აუცილებელია მოლაპარაკება ადმინისტრაციასთან აღნიშნულ საკითხზე, მომავალში საბჭო განაახლებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა   თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი დამტკიცებას.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი“.

2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოზე განსახილველად დააყენა დოქტორანტურის დებულებაში ცვლილებების დამტკიცების საკითხი. აღნიშნული დებულება რამდენჯერმე უკვე იყო განხილული საბჭოს სხდომაზე, შეტანილ იქნა ცვლილებები და კონსენსუსი მიღწეულია. აღნიშნული დებულება იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმებით გაიმართა და საბოლოო სახე მიიღო. ბოლო ვერსიაც წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს. მან იკითხა, თუ აქვთ საბჭოს წევრებს მოსაზრებები დოქტორანტურის დებულების ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით.

 საბჭომ კენჭი უყარა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში ცვლილებებს.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

 დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ახალი რედაქციით.

3. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებში ცვლილებების შეტანის საკითხი

ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა მოახსენა საბჭოს სტუდენტების სტიპენდიების შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმებში ცვლილებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ შესარჩევი კონკურსისათვის სტუდენტები აგზავნიდნენ შეუსაბამო მასალას. ეს იყო შინაარსობრივად შეუსაბამო უხარისხო სტატიები, გაურკვეველ ტრენინგებსა თუ სემინარებში მონაწილეობა. ამიტომ კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს ახალი, უფრო მკაცრი კრიტერიუმები შეიტანოს შესარჩევი კონკურსისთვის და წარმოადგინეს საბჭოზე განსახილველად. დოკუმენტში  - „პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები“ - აისახა გარკვეული ცვლილებები. აღნიშნული დოკუმენტი წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა ცვლილებების შეტანის საკითხი დოკუმენტში - „პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები“

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს:

შევიდეს ცვლილებები წარმოდგენილი სახით დოკუმენტში -  „პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები“.

4. საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის: „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“ დამატების საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ახალი კურსის - „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“ - სილაბუსი. მან აღნიშნა, რომ ახალი კურსი უნდა დაემატოს საბაკალავრო პროგრამას - „ფსიქოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სილაბუსი წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: დაემატოს ახალი კურსი - „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“- საბაკალავრო პროგრამას - „ფსიქოლოგია“.  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს: დაემატოს ახალი კურსი - „ურთიერთობის საფუძვლები საკლასო ოთახში“- საბაკალავრო პროგრამას - „ფსიქოლოგია“.  

5. სამაგისტრო პროგრამა "იურიდიული ფსიქოლოგია" - სასწავლო კურსში -  „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“ - ცვლილებების შეტანის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა საბჭოს წევრებს მოახსენა იმ  ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შევიდა სასწავლო კურსში - „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“. მან აღნიშნა, რომ კურსი იკითხება „იურიდიული ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო კურსის ფარგლებში. ასევე, ხაზი გაუსვა ცვლილებებს, რომელიც ეხება  საკონტაქტო საათებსა და ლიტერატურას. კურსის სილაბუსი წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: შევიდეს ცვლილებები სასწავლო კურსში - „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“.  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს: შევიდეს ცვლილებების სასწავლო კურსში - „დ. უზნაძის განწყობის თეორია თანამედროვე  ფსიქოლოგიის კონტექსტში“.  

6. სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ - ახალი კურსის - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“ - დამატების საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ კურსი - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“  უნდა დაემატოს არცევით საგნად სამაგისტრო პროგრამას - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კურსის სილაბუსი განსახილველად წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

 საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: დაემატოს სასწავლო არჩევითი კურსი - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“  სამაგისტრო პროგრამას - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინა: დაემატოს არჩევითი სასწავლო კურსი - „სელფი, ეთნიკური იდენტობა და ნაციონალიზმი“ სამაგისტრო პროგრამას - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“.

7. დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა- 3 ახალი არჩევითი ასასწავლო კურსის დამატების საკითხი (კურსები: „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“)

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოს წევრებს წარუდგინა ახალი სასწავლო არჩევითი კურსების  - „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“ - სილაბუსები. მან აღნიშნა, რომ კურსები  -„აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ - შემუშავდა ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის -  „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“- ფარგლებში. მნიშვნელოვანია, მოხდეს აღნიშნული კურსების პილოტირება და შესაბამისად, ისინი ემატება დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას. გარდა ამისა, კიდევ ერთი ახალი სასაწავლო კურსი - „მედიაწიგნიერება“ - უნდა დაემატოს იგივე პროგრამას. ახალი კურსების სილაბუსები წინასწარ დაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: დაემატოს ახალი სასწავლო არჩევითი კურსები  - „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“ - დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას.  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

 დაადგინეს:  დაემატოს ახალი სასწავლო არჩევითი კურსები  - „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“,  „მედიაწიგნიერება“ - დაწყებითი საფეხური მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამას.  

8. სადოქტორო პროგრამაზე - „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - მიღების წინაპირობების ცვლილების საკითხი

ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს წევრებს მოახსენა სადოქტორო პროგრამაზე  -„გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - მიღების წინაპირობების ცვლილებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა მოითხოვა მიღების წინაპირობების შეცვლა. ახალი ჩანაწერის მიხედვით,  პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების,  განათლების მეცნიერებების, ბიზნეს ადმინსიტრირებისა და სამართლის, ჰუმანიტარული მეცნირებების მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი)”.

საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: შევიდეს ცვლილებები   სადოქტორო პროგრამაზე - „გამოყენებითი ფსიქოლოგია“ - მიღების წინაპირობებში.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სადოქტორო პროგრამაზე - „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ შევიდეს ცვლილებები მიღების წინაპირობებში შემდეგი სახით: „პროგრამაზე  სწავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, განათლების მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის, ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი).“

9. სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- დაფინანსების ცვლილები საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაში ფაკულტეტის N5 საბჭოს 27.05.2021 წლის ოქმში ტექნიკური ხარვეზი გაიპარა და შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის ეს საკითხი უნდა განიხილოს ფაკულტეტის საბჭომ. კეროდ, ჟურნალის დაფინანსება 2000 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 2500 ლარი. ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა ჟურნალის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე და მხარი დაუჭირა დაფინანსებაში ცვლილების შეტანას და საკითხი კენჭის ყრაზე დააყენა.

საბჭომ კენჭი უყარა საკითხს: სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ დაფინანსებაში 2000 ლარი შეიცვალოს 2500 ლარით და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ ფაკულტეტის ბიუჯეტიდან ჟურნალი დაფინანსდეს 2500 ლარის ოდენობით“.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შეიცვალოს ფაკულტეტის N5 საბჭოს 27.05.2021 დადგენილება და სტუდენტური ელექტრონული ჟურნალი - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ დაფინანსდეს ფაკულტეტის ბიუჯეტიდან 2500 ლარის ოდენობით.

10. აკადემიური პერსონალისთვის კონკურსში მისაღებად ასაკობრივი ზღვრის ერთჯერადად მოხსნის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს სხდომაზე დააყენა 06.07.2021 წლის N106/01-01 რექტორის ბრძანებით გამოცხადებული კონკურსისათვის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე  ასაკობრივი ზღვრის მოხსნის საკითხი. მან აღნიშნა, რომ საკონკურსო ვადა გაუვიდა აკადემიკოს ირაკლი იმედაძეს და ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე გამოცხადდა კონკურსი. ასოც. პროფესორებმა ლ. არუთინოვამ, ხ. მარწყვიშვილმა, ა. ქიტიაშვილმა აღნიშნეს, რომ სამართლიანია ირაკლი იმედაძესაც ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. მისი მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ფაკულტეტისთვის. მას დიდი გამოცდილება აქვს ფსიქოლოგიის ისტორიისა და მეთოდოლოგიის დარგში.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: ასოცირებული პროფესორის  გამოცხადებულ კონკურსზე მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ეთხოვოს აკადემიურ საბჭოს ასოცირებული პროფესორის გამოცხადებულ კონკურსზე ასაკობრივი ზღვრის მოხსნა.

11. ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭო მოახსენა, რომ რადგანაც ცვლილებები შევიდა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში, ასევე ფაკულტეტზე ახალი ცენტრი-სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრი გაიხსნა, ამავე დროს, დამხმარე პერსონალის პოზიციებსა და მათ აღწერილობაში შევიდა ცვლილება, ფაკულტეტის დებულებაშიც უნდა აისახოს აღნიშნული ცვლილებები. მან მოახსენა საბჭოს, რომ ეს ცვლილებები დებულებაში დაგზავნილი ჰქონდათ საბჭოს წევრებს.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: შევიდეს წარმოდგენილი ცვლილებები ფაკულტეტის დებულებაში

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შევიდეს ქვემოთ წარმოდგენილი ცვლილებები ფაკულტეტის დებულებაში:

ამოღებულ იქნას დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტი.

დებულების მე-20 მუხლი სადისერტაციო მუდმივმოქმედი დარგობრივი კომისიის

ფუნქციები ჩამოყალობდეს ახალი რედაქციით

დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და დაემატოს „ორი წლის ვადით“

დებულების 31-ე მუხლი: ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ერთეულები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციიით- დაემტაოს სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრი.

დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამხმარე სტრუქტურული ერთეული შედგება ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირველი და მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტების, წამყვანი სპეციალისტების, სპეციალისტების, ლაბორატორიის გამგის, უფროსი ლაბორანტის, ლაბორანტის, პროფესორის ასისტენტებისგან“.

დებულების 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 44. დამხმარე პერსონალი

ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნებიან უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები: სამსახურის უფროსი, პირველი და მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტი, სპეციალისტი, უფროსი ლაბორანტი, ლაბორანტი, პროფესორის ასისტენტი და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული (შტატგარეშე), ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები.“.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია